Tuesday, May 10, 2011

სითბური ძრავები და გარემოს დაცვა

1. პროექტის სახელწოდება-,,სითბური ძრავები და გარემოს დაცვა"
                                                       
2. პროექტის მოკლე აღწერა:
   პროექტი გულისხმობს სითბური ძრავების  გამოყენებასთან დაკავშირებულ უარყოფით პროცესებზე დაკვირვებას, ალტერნატიული გზების მოძიებას ამ პროცესების შესამცირებლად.გარემოს დაცვის მიზნით გარკვეული ღონისძიებების გატარებას.

3. პროექტის აქტუალობა:
    სითბური ძრავების ფართოდ გამოყენება დიდ გავლენას ახდენს გარემოზე:ატმოსფეროში გამოტყორცნილმა დიდმა სითბურმა ენერგიამ შეიძლება გაზარდოს დედამიწაზე საშუალო წლიური ტემპერატურა,რაც მყინვარების დნობას და მსოფლიო ოკეანეთა დონის აწევას გამოიწვევს.ასევე ძრავების მიერ ატმოსფეროში გამოტყორცნილი მავნე ნივთიერებები ცუდ გავლენას ახდენს ადამიანების, მცენარეებისა და ცხოველების ჯანმრთელობასა და სიცოცხლეზე.პროექტის აქტუალობა სწორედ ამ პრობლემის გადაჭრის გზების ძიებაშია.

4. პროექტის მიზნები და მოსალოდნელი შედეგები:
პროექტზე მუშაობის პროცესი
მოსწავლეები:
·            გაარკვევენ რა გზებით შეიძლება გაიზარდოს სითბური ძრავების ..კოეფიციენტი,რაც შეამცირებს გარემოზე მათ უარყოფით ზეგავლენას.
·            ისწავლიან-ინფორმაციის  მოძიებას,მონაცემთა წარმოდგენას ცხრილების და დიაგრამების  სახით; მოძიებულ  ინფორმაციის სხვისთვის გაზიარებას.
·            შეიძენენ გუნდური მუშაობის,კვლევისა და პრობლემის გადაჭრის უნარ-ჩვევებს.
·            მიეჩვევიან და სხვებსაც მოუწოდებენ გარემოს დაცვას.

5. პროექტის განხორციელების დრო:
განხორციელება გაწერილია  ერთი სემესტრის  მანზილზე.

6.საგნობრივი ჯგუფი:
პროექტში მონაწილეობენ XI კლასის მოსწავლეები.

7. წინასწარი ცოდნა:
იციან რა არის სითბური ძრავები,როგორია მათი მოწყობილობისა დამუშაობის პრინციპი,რატომ არის აუცილებელი სიტბური ძრავას მუშაობისათვის მაცივრის არსებობა.
ასევე ბიოლოგიის გაკვეთილებიდან იციან რა მნიშვნელობა აქვს ჟანგბადის არსებობას სიციცხლისათვის.

8. სასწავლო მასალა და ტექნიკური რესურსები:
პროექტის შესაქმნელად და განსახორციელებლად აუცილებელია რესურსები,უპირველესად ადამიანური რესურსები-მასწავლებელი,მოსწავლეები,პროფესიონალი მემონტაჟის,ოპერატორის,ავტოინჟინერის კონსულტაციები.                                       
                                                   
საჭიროა  სახელმძღვანელო,მეცნიერების ენციკლოპედია,დიდი საბჭოთა ენციკლოპედია,საკანცელარიო მასალა,ინტერნეტი,ციფრული ვიოდეოკამერა.
                                             
                                                  
9. პროექტის მსვლელობა/პროცედურები:
ნაბიჯი I.
·            ღონისძიებების და მათი განხორციელების გზების დასახვა.
·            დავალებების გადანაწილება პროექტში მონაწილე ჯგუფის წევრებზე.
·            შესაბამისი 5-7 წუთიანი დოკუმენტური ფილმის სცენარის
·            შემუშავება.
·            ფილმის წარმატებული შექმნისთვის საჭიროა ფოტო მასალის წინასწარი მოძიება.

ნაბიჯი II.
 მოსწავლეები მოიძიებენ ინფორმაციას სითბურ ძრავაში  საწვავის არასრული წვის შედეგად  გარემოში გამოტყორცნილი მავნე  ნივთიერებებისა და გამოყოფილი სითბური ენერგიის შემცირების გზების შესახებ.
·            გამოთვლიან დაახლოებით როგორია მხოლოდ საავტომობილო სითბური ძრავების მიერ ჟანგბადის წლიური ხარჯვა,შეადარებენ დედამიწის მოსახლეობის მიერ ამავე პერიოდსი მოხმარებული ჟანგბადის რაოდენობასთან,მონაცემებს წარმოადგენენ ცხრილის სახით.

ნაბიჯი III.
 დაადგენენრა ტიპის საავტომობილო ტრანსპორტის(ანუ რომელი სახის ენერგიეს ხარჯზე მომუშავე)გამოყენებაა უმჯობესი ეკოლოგიური და ეკონომიური თვალსაზრისით.მონაცემებს წარმოადგენენ სვეტოვანი დიაგრამის სახით.

ნაბიჯი IV.
გადაიღებენ 5-7 წუთიან დოკუმენტურ Fფილმს.

ნაბიჯი V.
ჩაატარებენ მასობრივ ღონისძიებებს გარემოს დაცვის მიზნით:
მოსახლეობას მიაწოდებენ ინფორმაციას  თავიანთი კვლევის შედეგების შესახებ.აჩვენებენ დოკუმენტურ ფილმს.
მოაწყობენ აქციასბუნების გაჯანსაღება”,დარგავენ მცენარეებს სოფლის შემოგარენში,დაასუფთავებენ სკოლის ეზოსა და მიმდებარე ტერიტორიას.

Thursday, April 28, 2011

წრფივი არათანაბარი მოძრაობა

   მოძრაობას,რომლის ტრაექტორია წრფეა, ხოლო სიჩქარე იცვლება–წრფივი არათანაბარი  მოძრაობა  ეწოდება.
   არათანაბარი მოძრაობა ხასიათდება საშუალო და მყისი სიჩქარით.